ხოაკინ კაპაროსმა სომხეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ხოაკინ კაპაროსმა სომხეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სომხეთის ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგის მეორე ჯგუფში ორ მატჩს ჩაატარებს. 15 ნოემბერს თბილისში, „დინამო -არენაზე“ საქართველოს ესტუმრება, ხოლო – 18 ნოემბერს კვიპროსში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

სომხეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის მზადებას 10 ნოემბერს დაიწყებს. შეკრება სომხეთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა მომავალი ორი თამაშისთვის მოსამზადებლად 27 მოთამაშე მიიწვია.

პირველად ეროვნულ გუნდში გამოიძახეს „ურარტუს“ ნახევარმცველი აკობ აკოპიანი და „პიუნიკის“ მცველი რობერტ აკოპიანი. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში „არარატის“ ნახევარმცველი აღვან პაპიკიანი გამოიძახეს. წელს პირველად, გუნდს სარკის ადამიანიც შეუერთდება.

მეკარეები: დავით იურჩენკო (შახტარი, ყარაგანდა, ყაზახეთი), ანატოლი აივაზოვი, არსენ ბეგლარიანი (ორივე- ურარტუ)

მცველები: ოვანეს ამბარცუმიანი (ანორთოსისი, კვიპროსი), კამო ოგანესიანი (კაირატი, ყაზახეთი), არმან ოგანესიანი (ტობოლი, ყაზახეთი), ვარაზდატ აროიანი (ტამბოვი, რუსეთი), ანდრე ჩალიშირი (გოტებორგი, შვედეთი) ), ტარონ ვოსკანიანი (ალაშკერტი), სერობ გრიგორიანი (პიუნიკი), რობერტ აკოპიანი (პიუნიკი), აიკ იშხანიანი (განძასარ-კაპანი), ანდრანიკ ვოსკანიანი (ვანი)

ნახევარმცველები: სოლომონ უდო, აღვან პაპიკიანი, კარენ მურადიანი (ყველა – არარატი), ედგარ ბაბაიანი (ჰობრო, დანია), ჰენრიხ მხითარიანი (რომა, იტალია), გეორგ კაზარიანი (აელ, ლიმასოლი, კვიპროსი), არშაკ კორიანი ( ხიმკი, რუსეთი), ტიგრან ბარსეგიანი (ასტანა ყაზახეთი), ვაჰან ბიჩახჩიანი (ჟილინა, სლოვაკეთი), არტაკ გრიგორიანი (ალაშკერტი), ანგულო ვბეიმარი (განძასარ-კაპანი), აკობ აკოპიანი (“ურარტუ”)

თავდამსხმელები: ალექსანდრე კარაპეტიანი (ტამბოვი, რუსეთი), სარკის ადამიანი (ჰოფენჰაიმი, გერმანია).

ხორენ ბაირამიანი ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ვერ შეუერთდება, ხოლო ნორბერტო ბრიასკო-ბალეკიანი არგენტინაში შექმნილი პორბლემის გამო – დაბრუნების შემდეგ მას კარანტინაში ორი კვირის გატარება მოუხდებოდა და შეკრებაზე არ იქნება.

კორონავირუსზე ტესტების ჩატარების შემდეგ, პასუხებიდან გამომდინარე, მოწვეული ფეხბურთელების სია, შესაძლოა, შეიცვალოს.

დატოვე კომენტარი