ხოაკინ კაპაროსი სომხეთის წარმატებაზე - ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო
სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე -6 ტურის მატჩზე.
„შეხვედრა 90 წუთი გრძელდება. პირველ ტაიმში ბურთს მეტოქე უფრო ფლობდა, მაგრამ მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეზე ზეწოლა მოვახერხეთ. გოლის შემდეგ, ფეხბურთელები თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდნენ. მე კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რაც გუნდმა აჩვენა. მოხარული ვარ ჩვენი ფეხბურთელების და ნაკრების გამო, რადგან სომხური ფეხბურთის ეტაპობრივ განვითარებაში წვლილი შეგვაქვს. ჩვენ გვაქვს საკუთარი სათამაშო სტილი, რომელიც უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ“, – თქვა კაპაროსმა.
სომხეთის ნაკრებმა ერთა ლიგის ც2 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიას 1:0 მოუგო. 55-ე წუთზე გამარჯვების გოლი ნახევარმცველმა ოვანეს ამბარცუმიანმა გაიტანა.
სომხეთის ნაკრებმა C დივიზიონის მეორე ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩრდილოეთ მაკედონიამ (9 ქულა) მეორე ადგილი, საქართველო (7 ქულა) – მესამეა, ხოლო ესტონეთი სამი ქულით ბოლო ადგილზე. ამ გამარჯვებამ სომხეთის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის B ლიგაში ასვლის საშუალება მისცა.