ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, მან ფინალში თურქი ჯანდენიზ ბერაქი დაამარცხა.

ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში – რუმინელ, ნახევარფინალში კი უნგრელ მოწინააღმდეგეს სძლია.

საქართველო იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება.