ხმის მიცემა დაიწყო - კვარაცხელიას სერია „ა“-ს ვერსიითაც საუკეთესოებშია #1TVSPORT
ხმის მიცემა დაიწყო - კვარაცხელიას სერია „ა“-ს ვერსიითაც საუკეთესოებშია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი, ზედიზედ ორი ვერსიით სერია „ა“-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარონ, – ინფორმაციას იტალიის ჩემპიონატის ტვიტერის ოფიციალური გვერდი იუწყება.

საქმე ისაა, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი მოხვდა იმ ნომინანტთა შორის, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა – საუკეთესოს გულშემატკივრები დაასახელებენ, გამოკითხვაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. (იხილეთ ბმული).

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საუკეთესოდ უკვე დაასახელეს იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვაში, სადაც მან ხმების 67 პროცენტი მიიღო და ყველა კონკურენტი დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა აგვისტოში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი მის ანგარიშზე 5 მატჩში 4 გოლი და ერთი ასისტია.