ხმელთაშუა ზღვაში 200 მიგრანტი გადაარჩინეს

09:27, 01.11.2019

ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 200 მიგრანტი გადაარჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ნავზე მყოფი პირებისგან განგაშის სიგნალი მიიღო, რის შემდეგაც სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

გადარჩენილთა შორის შვიდი ქალი და სამი ბავშვია. მიგრანტები ევროპაში მოხვედრას ხის ორი ნავის მეშვეობით ცდილობდნენ. ისინი ტრიპოლიში მიგრანტთა დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

მსგავსი