ხმა მიეცით საუკეთესო ეპიზოდს - „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ორი მოგერიება შეარჩია [ვიდეო] #1TVSPORT
ხმა მიეცით საუკეთესო ეპიზოდს - „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ორი მოგერიება შეარჩია [ვიდეო] #1TVSPORT

„ვალენსიას“ ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივრების გამოკითხვა ჩაატარა – მიზანი იყო გამოევლინათ მეკარე, რომელმაც სექტემბერში თვის საუკეთესო სეივი შეასრულა.

მესტალიელების“ ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივრებს მეკარეთა სამი გამორჩეული ეპიზოდი შესთავაზა. ამ სამიდან ორ ეპიზოდში „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა.

მამარდაშვილი „ვალენსიას“კარში ლა ლიგის საწყის 6 ტურში იდგა, მაგრამ მადრიდის „რეალთან“ და „სევილიასთან“ წარუმატებელი მატჩების შემდეგ ნიდერლანდების ნაკრების მეკარემ, იესპერ სილესენმა შეცვალა.

გიორგის პირველი ეპიზოდი „ოსასუნასთან“ შეხვედრაში იყო – მან საჯარიმოში შეჭრილი თავდამსხმელის სახიფათო დარტყმა მოიგერია. მეორე მომენტი „დეპორტივო ალავესსთან“ შეხვედრაში მოხდა, სადაც ბოლო წუთზე გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. სილესენის კარგი თამაშიდან კი შეარჩიეს ეპიზოდი ბილბაოს „ატლეტიკთან“ მე-7 ტურის მატჩიდან, სადაც ნიდერლანდელმა მეკარემ ასევე ბოლო წუთებზე გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

გამოკითხვის შედეგად გამარჯვებული მეკარე კომპანია Acronis- ის წამახალისებელ სოლიდურ ჯილდოს მიიღებს.

1. მამარდაშვილი (ოსასუნასთან)

 

2. სილესენი (ბილბაოს ატლეტიკთან)

 

 

3. მამარდაშვილი (დეპორტივო ალავესსთან)

 

„ვალენსიას“ სექტემბრის თვის საუკეთესო სეივისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.