მსოფლიოში საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმა მიეცით ლაშა ტალახაძეს

22:03, 04.01.2018

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს.
2017 წლის საუკეთესო ძალოსნის ნომინაციაზე ქართველი ლაშა ტალახაძეა წარდგენილი.

ქართველ გულშემატკივარს საშუალება აქვს http://www.iwf.net/best-lifters-2017/ ამ ლინკზე ოლიმპიურ ჩემპიონს ხმა მისცეს.

ამისათვის გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს.

1. გახსენით ქვემოთ მოცემული ლინკი;
2. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია ერთი ნებისმიერი ძალოსანი ქალის არჩევაც;
3. მითითებულ გრაფაში მიუთითეთ თქვენი სახელი, ქვეყანა და ელექტრონული ფოსტა;
4. შეიყვანეთ კოდის ველში მითითებული ციფრების კომბინაცია.

ხმის მიცემის პროცესი 2018 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. http://www.iwf.net/best-lifters-2017/

ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი