ხმა მიეცით კვარაცხელიას - „რუბინმა“ აპრილის საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო #1TVSPORT
ხმა მიეცით კვარაცხელიას - „რუბინმა“ აპრილის საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივრების გამოკითხვა დაიწყო, რომლის მიზანიც აპრილის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაა. 

სულ ყაზანელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა საუკეთესო ფეხბურთელების ექვსი კანდიდატი დაასახელა – დარკო ევტიჩი, ფილიპ ურემოვიჩი, იური დიუპინი, ოლივერ აბილდგორი, კარლ სტარფელტი და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელიას დასახელება მოულოდნელი იმიტომ არ იყო, რომ „რუბინმა“ აპრილში ოთხი მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კი სამ მათგანში მონაწილეობდა – 3 აპრილს საშინაო შეხვედრა „სოჭისთან“ (1:0, სადაც ერთადერთი გოლის ავტორი გახდა), გასვლაზე „როსტოვთან“ (1:0) და „ურალთან“ (1:0, რომელშიც დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა).

ხვიჩა მიმდინარე სეზონზე სამჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე – აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში. „რუბინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე საუკეთესო გამოვლენა უკვე მიმდინარეობს და ხვიჩა კვარაცხელიას ხმა შეგიძლიათ ამ ბმულზე მისცეთ.