ხიზანიშვილმა უმცროსების ნაკრები შეკრიბა - 15-წლამდელები სომხეთით იწყებენ
ხიზანიშვილმა უმცროსების ნაკრები შეკრიბა - 15-წლამდელები სომხეთით იწყებენ

10 მარტიდან, სასტუმრო მოხალისეში, ზურაბ ხიზანიშვილმა 15-წლამდელთა ნაკრები პირველად შეკრიბა და მის ფორმირებას შეუდგა.

ეს ყველაზე უმცროსის ასაკის ნაკრების პირველი შეკრებაა. ხიზანიშცილის გაწვრთნილები სამდღიანი შეკრების ერევანში გაემგზავრნენ, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მასპინძელთა ნაკრებთან.

მთავარმა მწვრთნელმა სომხეთში 23 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: მაქაცარია (საბურთალო), ჯოჯუა (დინამო თბ);

მცველები: გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, კვერენჩხილაძე (სამივე – დინამო თბ), ჩოთიკაშვილი (ავაზა), პირტახია (სფფ აკადემია)

ნახევარმცველები: ჭელიშვილი, ხიმშიაშვილი, ლაბაძე, ფუტკარაძე, წულუკიძე, გოჩიაშვილი (ყველა – სფფ აკადემია), გეგიაძე, ლაცაბიძე, შიოლაშვილი, კობახიძე (ყველა – დინამო თბ), ოჩიგავა, მამულაშვილი (ორივე – საბურთალო), ხვიჩია (ლოკომოტივი),

თავდამსხმელები: ღურწკაია (სფფ აკადემია), დავლაშელიძე (საბურთალო).