ხეტაფემ რეალ მადრიდთან ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აქვს
ხეტაფემ რეალ მადრიდთან ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აქვს

ხეტაფემ 2012 წლის შემდეგ პირველი ქულა აართვა რეალ მადრიდს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები შეინარჩუნა. ამ მატჩამდე სევილიამ საკუთარ მოედანზე რაიო ვალიეკანო 5-0 გაანადგურა და მეოთხე ადგილზე აინაცვლა, თუმცა რეალთან მიღწეული ფრის შედეგად ხეტაფე ანდალუსიელებს ქულებით გაუთანაბრდა და ისევ მეხუთეზე ჩამოაქვეითა ისინი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხეტაფეს მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა კეილორ ნავასმა ხორხე მოლინას და ხაიმე მატას არ გაატანინა ხელსაყრელი პოზიციებიდან. შანსი მადრიდელ კარიმ ბენზემასაც ჰქონდა, თუმცა აქაც მეკარემ, დავიდ სორიამ იყოჩაღა.