„ხეტაფე“ კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე გავიდა – საზონოვი პირველ ტაიმში შეცვალეს #1TVSPORT

01:55, 28.08.2026

საბა საზონოვმა „ხეტაფეში“ თამაში კვლავ პირველივე წუთებიდან დაიწყო, მისმა გუნდმა კი კონფერენსლიგაზე ბელგრადის „პარტიზანის“ ბარიერი გადალახა.

ესპანეთში გამართული მატჩი „ხეტაფემ“ 3:1 მოიგო, სერბეთში კი დაძაბული დაპირისპირება1:2 დათმო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში რანგით მესამე ევროტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.

საბა საზონოვმა 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 37-ეზე კი ბორდალასმა ქართველი მცველი შეცვალა.

მსგავსი