„ხეტაფე“ ჯეიდონ სანჩოს დამატებას გეგმავს – ტრანსფერს ფინანსური პრობლემები აფერხებს #1TVSPORT

18:02, 14.10.2026

ესპანური „ხეტაფე“ ინგლისელი შემტევის, ჯეიდონ სანჩოს დამატებით ინტერესდება, – ინფორმაციას DAZN-ის ჟურნალისტი პაბლო პინტო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასსაც აქვს, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ფინანსური პრობლემები აფერხებს. სანჩო წელიწადში დაახლოებით 4-5 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ესპანური კლუბისთვის საკმაოდ დიდი თანხაა.

„ხეტაფეს“ ხელმძღვანელობა ამჟამად ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების გზებს ეძებს. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ხანგრძლივი ტრავმის მქონე ხუანმიზე სამედიცინო გამონაკლისის გამოყენება, თუმცა ეს, შესაძლოა, სანჩოს ხელფასის დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ინგლისელი შემტევი თავისუფალი აგენტია. მას ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამოეწურა და მას შემდეგ ახალი კლუბი არ უპოვია. გასული სეზონი სანჩომ იჯარით „ასტონ ვილაში“ გაატარა.

აღსანიშნავია, რომ „ხეტაფემ“ ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი დანი კარვახალი დაიმატა, ახლა კი შემადგენლობის გაძლიერებას კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელით ცდილობს.

მსგავსი