ხელვაჩაურში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს
ხელვაჩაურში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც საავადმყოფოს ექიმმა, ივერ ცინარიძემ განაცხადა, მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით, საფანტის ტყვიითაა დაჭრილი. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შემთხვევის ვერსიებზე ახლობლები არ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შელაპარაკება ორ პირს შორის მოხდა. მათი თქმით, მანამდე მათ შორის უკმაყოფილება არ ყოფილა.

მომხდარის დეტალებზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროში საუბრობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.