ხელოვნურმა ინტელექტმა NBA-ის 10 საუკეთესო მოთამაშე შეარჩია #1TVSPORT
ხელოვნურმა ინტელექტმა ChatGPT-მა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში 10 საუკეთესო კალათბურთელი აირჩია.
ხელოვნური ინტელექტის ვერსიით, NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი, ოთხი ტიტულის მფლობელი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც გაუსწრო NBA-ის ექვსგზის ჩემპიონს მაიკლ ჯორდანს.
ChatGPT-ის ვერსიით NBA-ის ყველა დროის 10 საუკეთესო კალათბურთელი:
- ლებრონ ჯეიმსი
- მაიკლ ჯორდანი
- შაკილ ო’ნილი
- ლარი ბერდი
- ქარიმ აბდულ-ჯაბარი
- დოლფ შეიესი
- სტეფენ კარი
- მეჯიქ ჯონსონი
- ჩარლზ ბარკლი
- უილტ ჩემბელენი