ხელოვნური ინტელექტი „ოქროს ბურთის“ ფავორიტად უსმან დემბელეს ასახელებს, იამალი მეორეა, ვიტინია – მესამე #1TVSPORT
ხელოვნური ინტელექტის აზრით, „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევს, უსმან დემბელეს „ოქრო ბურთის“ მოგების ყველაზე მაღალი შანსი აქვს.
ხელოვნური ინტელექტის მოდელმა, რომელსაც პარიზის ანალიტიკური კომპანია Avisia იყენებს, შეაფასა „ოქროს ბურთზე“ ნომინირებული 30 ფეხბურთელის შანსები.
სისტემის ალგორითმა განიხილა პრეტენდენტთა კლუბების წარმატებები (შიდა ტიტულები, ჩემპიონთა ლიგაზე და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე გამარჯვებები), ფეხბურთელების ცნობადობის რეიტინგი, რომელიც ეფუძნება პრესაში და სოციალურ ქსელებში მოხსენიების სიხშირეს. ასევე, სათვალავში იღებდნენ ფეხბურთელების ინდივიდუალურ სტატისტიკას.
მონაცემთა ბაზაში შეკრებილია ბოლო შვიდ წელიწადში 61 ევროპული ლიგის 50 ათასზე მეტი ფეხბურთელის მონაცემები. მაისში Avisia-ს ხელოვნურმა ინტელექტმა 62.6 პროცენტის ალბათობით ივარაუდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვება.
Avisia-ს ვერსიით 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოპოვებაზე ფავორიტთა ტოპხუთეული ასე გამოიყურება:
- უსმან დემბელე (პსჟ) – 72%
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 56%
- ვიტინია (პსჟ) – 40%
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 39%
- რაფინია (ბარსელონა) – 33%.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია პარიზში 22 სექტემბერს გაიმართება.