ხელიდან გაშვებული გამარჯვება - ზივზივაძის „კარლსრუე“ „ნიურნბერგს“ დაუზავდა #1TVSPORT
ხელიდან გაშვებული გამარჯვება - ზივზივაძის „კარლსრუე“ „ნიურნბერგს“ დაუზავდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში ტურის 27-ე ტურის მატჩი „ნიურნბერგთან“ სტუმრად გამართა და გამარჯვება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა – 1:1.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. „კარლსრუე“ 26-ე წუთზე მიქაელ კაუფმანის გოლით დაწინაურდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ 90+4-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა სტუმრების მცველს, მარსელ ფრანკეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მოედნიდან გააძევა და „კარლსრუეს“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კვადვო დუაჰიმ გამოიყენა და „ნიურნბერგმა“ ქულა გადაარჩინა – 1:1.

27 ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.