ხელბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატს „შავი ზღვის ბიჭები“ლიდერობს

22:59, 29.11.2017

ხელბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სამი თამაშიდან ექვსი ქულით ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ლიდერობს.

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა და წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა ანგარიშით 28-14 უმაღლესი ლიგის 2017 წლის გამარჯვებულს თელავის „იმედს“ მოუგო.
სტუ-ქარიშხალამ“ „ქუთაისს“ შედეგით 38-25 მოუგო.
“პეგასმა” “სამტრედია” ანგარიშით 37-21 დაამარცხა, ” გორმა” კი “წყალტუბოს” 41-36 სძლია.
30 ნოემბერს სპორტკომპლექს “არენაში” მეოთხე ტურის 4 მატჩია: გორი – ბათუმი, წყალტუბო – იმედი თელავი, პეგასი – ქუთაისი, სამტრედია – სტუ-ქარიშხალა.

მსგავსი