ხელბურთში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის გუნდი გახდა
ხელბურთში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის გუნდი გახდა

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბათუმის „შავის ზღვის ბიჭებმა“ თბილისის „პეგასი“ 35-25 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა. მესამე ადგილი ერგო თელავის „იმედი-სტუ“-ს, რომელმაც „ქუთაისს“ ანგარიშით 31-30 მოუგო.

ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული „ფოთი“ გახდა, რომელმაც ფინალში, შარშანდელ გამარჯვებულს თბილისის „ქარიშხალას“ 32-25 სძლია. ტურნირის მესამე ადგილისთვის „ყვარელმა“ „სამტრედია“ ანგარიშით 30-25 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატის ფინალების შემდეგ ხელბურთის ფედერაციამ ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგის საუკეთესო შვიდეულები პოზიციების მიხედვით დაასახელა. დაჯილდოვდნენ საუკეთესო ბომბარდირებიც.

კაცებში საუკეთესო ბომბარდირი 23 მატჩში გატანილი 198 გოლით თბილისის „პეგასის“ 17 წლის მოთამაშე ნიკოლოზ კალანდაძე გახდა . ქალებში კი ცხრა მატჩში გატანილი 105 გოლით საუკეთესოდ „ყვარელში“ მოთამაშე თინათინ ქიტესაშვილი დასახელდა

საუკეთესო შვიდეული კაცებში

ზურაბ ცინცაძე, იმედი-სტუ თელავი

ხაზეინ რუსტამოვი, ქუთაისი

ზურაბ სიმონია, BSB ბათუმი

ნიკოლოზ კალანდაძე, პეგასი

რატი მსხვილიძე, BSB ბათუმი

გიორგი ახალბედაშვილი, გორი

გიგა კოხრეიძე, BSB ბათუმი

საუკეთესო შვიდეული ქალებში

ქრისტინე ჯავახია, ფოთი

ანა ჩხაიძე, ქარიშხალა

თამარ ბურკაძე, სამტრედია

ნენო ჯგერენაია, ფოთი

ქეთევან ცინცაძე, ქარიშხალა

მარიამ თავღორიშვილი, ყვარელი

ნინო საბაშვილი, პეგასი