ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ ლიდერობს
ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ ლიდერობს

ხელბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულით ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ ლიდერობს, 6-6 ქულაა ქუთაისისა და თელავის „იმედის“ ანგარიშზე. პირველი წრე 22 დეკემბერს დასრულდება.
თბილისური ეტაპის ბოლო, მეოთხე დღეს ოთხივე ფავორიტმა მოიგო. სენსაციასთან ყველაზე ახლოს იყო “სამტრედია”, რომელიც ფაქტიურად ჭაბუკთა გუნდით გამოდის, მაგრამ პირველი ტაიმი ანგარიშით 14-11 მოუგო სტუ-ქარიშხალას, ხოლო დასრულებამდე 5 წუთით ადრე სულ 2 ბურთით აგებდა, 20-22. საბოლოოდ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 27-21 გაიმარჯვა.
“იმედი” პირველ ტაიმში მეორე შემადგენლობით ეთამაშა “წყალტუბოს” და 16-19 წააგო. თელაველთა ძირითად შვიდეულს საკმაო შრომა დასჭირდა სიტუაციის გამოსასწორებლად. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჯერ კიდევ ბრძოლა იყო და ქვეყნის ჩემპიონმა ბოლოში გარდატეხა თამაში – 40-32.
“პეგასი” პირველ ტაიმში 9-6 იგებდა, როცა მეკარესთან შეჯახების გამო ტრავმა მიიღო ქუთაისელმა სიმონიამ, მაგრამ ქუთაისელებმა იქვე გაიტანეს ზედიზედ 6 გოლი (12-6) და საბოლოოდ 44-35 გაიმარჯვეს. “ბათუმმა” “გორი” – 45-29 დაამარცხა.
12-14 დეკემბერს სპორტკომპლექს “არენაში” აღმოსავლეთის 4 გუნდი ერთმანეთში გაარკვევს ურთიერთობას, 22-24 დეკემბერს კი დასავლეთის ოთხეული შეიკრიბება ქუთაისში და პირველი წრე დასრულდება.