ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართა
ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართა

ქუთაისის სპორტის სასახლეში, ადგილობრივმა ხელბურთის კლუბმა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ ბოლო წუთზე, 32-31 დაამარცხა “ და 6 ქულით„პეგასთან“ ერთად დაწინაურდა. მეორე მატჩში სამტრედიამ ბოლო წლების უცვლელ კონკურენტს, წყალტუბოს „პრომეთეს“ 28-23სძლია, ხოლო მათმა ლიდერმა, ნიკოლოზ ძნელაძემ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.

წყალტუბო – სამტრედია 23-28

წყალტუბო: სილაგაძე, ნიჟარაძე – გ. გველესიანი 6, ხელაძე6, ჯიმშელეიშვილი 4, მ. გველესიანი 3, მუკბანიანი 2, მეტონიძე 1, ნ. ბაბუნაშვილი 1, აფხაძე, რ. ბაბუნაშვილი, კოვზირიძე, გოდოლაძე, ფანცხავა, ჩავჩიძე

სამტრედია: ფახურიძე, დუნდუა – ძნელაძე 16, ხელისუფალი 3, აფრიდონიძე 3, ჟვანია3, ხომერიკი 3, მანაგაძე, ხონელიძე, ადამია, ქავზინაძე, ნადირაძე

BSB ბათუმი – ქუთაისი 31-32

ბათუმი: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – ტიელიძე 9, აბრამიშვილი 8, მსხვილიძე 4, გოგოლაძე 4, ლაპიაშვილი 3, ბერძენიშვილი 1, მიქავა1, გიორგაძე 1, ტალახაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, სტოლბოვი

ქუთაისი: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე- რუსტამოვი 9, გამზარდია 7, სტურუა6, სურმავა 4, ზარნაძე 3, ხაჟომია 2, მერკვილაძე 1, ფერაძე, კობახიძე, ლომიძე, ჯუღელი, იმნაძე, აბულაძე

ხელბურთის ახლა ჩემპიონატი გასული წლისგან ოდნავ შეცვლილი ფორმატით გაგრძელდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი – ოთხდღიანი და 16-მატჩიანი ტური დაიყოფა ოთხ ნაწილად. თითოში გაიმართება 4-4 მატჩი. უახლოესი თამაშები თბილისში 26 და 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი კი ტრადიციულად გამოვლინდება: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს.

26 ნოემბერი, თბილისი

სპორტუნი – წყალტუბო, იმედი-სტუ – სამტრედია

27 ნოემბერი, თბილისი

სპორტუნი – სამტრედია, იმედი-სტუ – წყალტუბო

3 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – გორი, ქუთაისი – პეგასი

4 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – პეგასი, ქუთაისი – გორი

10 დეკემბერი, თბილისი

გორი – წყალტუბო, პეგასი- სამტრედია

11 დეკემბერი, თბილისი

გორი – სამტრედია, პეგასი- წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – სპორტუნი, ქუთაისი – იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ, ქუთაისი – სპორტუნი