ხელბურთში ევროპის 2020 წლის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა
ხელბურთში ევროპის 2020 წლის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 18 – წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში შვეიცარიის, უკრაინისა და ბოსნიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. ტურნირი 17-23 აგვისტოს მაკედონიაში ჩატარდება.

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი

B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია

რაც შეეხება 20 – წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, ტურნირს 3-12 ივლისს ლატვია უმასპინძლებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ბრიტანეთი და ბელგია იქნებიან.

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია

B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო

ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გათამაშების შემდეგ ეტაპზე პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ.

შეგახსენებთ რომ 2016 და 2018 წლებში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა. 2018 წელს ჩვემა ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.