ხელბურთში ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური გაიმართა

11:54, 25.09.2018
Vuko Borozan of Vardar during the Champions League - Group A, 1st Day match between Montpellier and Vardar Skopje on September 15, 2018 in Montpellier, France. (Photo by Alexandre Dimou/Icon Sport via Getty Images)

Vuko Borozan of Vardar during the Champions League - Group A, 1st Day match between Montpellier and Vardar Skopje on September 15, 2018 in Montpellier, France. (Photo by Alexandre Dimou/Icon Sport via Getty Images)

ხელბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. წინა ლიგის გამარჯვებული „მონპელიე“ მეორედ, ამჯერად ბელორუსში, „მეშკოვთან“ დამარცხდა 23:26. ასეთი წარუმატებელი სტარტი არცერთ ჩემპიონს არ ჰქონია.

სტარტზე მეორედ წააგო ფინალისტმა „ნანტმაც“. უნგრეთში „სეგედისა“ და „ნანტის“ მატჩი ტურში ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო გამოდგა. სტუმრები პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე წინ  იყვნენ, მაგრამ უნგრელებმა ბოლოს მაინც მოახერხეს გამარჯვება 30:28.

ტურის სხვა მთავარ შეხვედრებში „კელცემ“ 35:32 მოუგო „რაინ ნეკარს“. პირველ ტურში მარცხის შემდეგ „ბარსელონამ“ 31:28 აჯობა „ვესპრემს“ 35:32.  „ფლენზბურგი“ შინ 29:31 დამარცხდა „ზაგრებთან“.  მეორე ტურის მთელ რიგ შეხვედრებში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ყველაზე დრამატული „ჩეხოვსკიე მედვედისა“ და „სპორტინგის“ მატჩი გამოდგა. პორტუგალიელები რუსეთში შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 4 ბურთით აგებდნენ, მაგრამ მაინც მოიგეს 23:22. გამარჯვების გოლი მათ დროის გასვლის შემდეგ ცხრამეტრიანიდან გაიტანეს.

პირველ შეხვედრაში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, „ბეშიქთაშმა“ სკოპიეში „მეტალურგს“ დამაჯერებლად მოუგო 30:22. მასპინლებმა, რომლებმაც ახალ სეზონში ჯერ ვერცერთ ტურნირში მოახერხეს გამარჯვება, წინააღმდეგობის გაწევა მათ მხოლოდ პირველ ტაიმში შეძლეს 13:14.  ყველაზე დიდი სხვაობით პსჟ–მ მოიგო „ცელიესთან“ 32:21. 2 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება 8 გუნდს აქვს.

მსგავსი