ხელბურთი | „ტურდამ“ თასის ფინალში ითამაშა – კბილაშვილმა ოთხი გოლი გაიტანა #1TVSPORT

13:41, 14.04.2025
Meciul de handbal masculin dintre AHC Potaissa Turda si CSM Sighisoara  in Liga Zimbrilor, duminica 28 aprilie 2024, la Turda Arena. � Action Foto / Simion Sebastian Tataru Unauthorized use is prohibited. All rights reserved.

Meciul de handbal masculin dintre AHC Potaissa Turda si CSM Sighisoara in Liga Zimbrilor, duminica 28 aprilie 2024, la Turda Arena. � Action Foto / Simion Sebastian Tataru Unauthorized use is prohibited. All rights reserved.

ქართველმა ხელბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები ჩაატარეს, მათი მონაგარი ასეთია.

რუმინეთში თასის მატჩები გაიმართა. „ტურდამ“, სადაც ირაკლი კბილაშვილი თამაშობს, ორ დღეში ორი შეხვედრა ჩაატარა.

ნახევარფინალში „ტურდამ“ „ბუქარესტი“ 26:22 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. „ტურდას“ შემადგენლობაში კბილაშვილმა სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

12 აპრილს ფინალში „ტურდას“ მეტოქე ბურქარესტის „დინამო“ იყო. ირაკლი კბილაშვილმა ამ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 4 „ასისტი“ მიითვალა, მაგრამ მისი გუნდი 27:39 დამარცხდა და ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა.

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი“ გასვლით მატჩში მინიმალური ანგარიშით, 25:26 დამარცხდა „ნიმთან“. „ტრემბლის“ შემადგენლობაში ერეკლე არსენაშვილმა 51 წუთი ითმაშა და ორი გოლი და ერთი საგოლე დაგაცემა მიითვალა.

პოლონეთის თასის ოთხთა ფინალში „აზოტი“ „პლოცკს“ შეხვდა, 25:40 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი დიხამინჯიამ („აზოტი“) მიიღო და თავის გუნდს სამი გოლით დაეხმარა.

სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოპლსტიკა“ სტუმრად „იუგოვიჩს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმრებმა 33:28 მოიგეს. „მეტალოპლასტიკას“ შემადგენლობაში მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი „ასისტია“.

სლოვაკეთის ჩემპიონატში ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა „ჰლოჰოვაცმა“ „ტოპოლჩანთან“ გასვლითი მატჩი 25:32 წააგო. „ჰლოჰოვაცის“ შემადგენლობაში გიგა მელიავამ და გუგა უთმელიძემ ითამაშეს – მელიავა თავის გუნდში საუკეთესო იყო და ყველაზე მეტი, 7 გოლი გაიტანა, უთმელიძის ანგარიშზე კი – 5 გოლია.

მსგავსი