ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თანაბრად თამაში #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ხორვატიასთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 29:32 დამარცხდა.
განვლილ მატჩზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ გააკეთა:
„იმედგაცრუებულები ვართ. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ბურთი რამდენჯერმე დავკარგეთ და შეცდომებიც დავუშვით, რაც თამაშის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ვამაყობ ჩემი გუნდით. რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა ჰქონდა, თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, ყველაფერი გაკეთს წარმატების მისაღწევად.
ხორვატია ძალიან ძლიერი და გამოცდილი მეტოქეა. ჩვენ კი ალბათ ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს ამ ჩემპიონატზე, თამაშიდან თამაშამდე გამოცდილებას ვიძენთ და უკეთესები ვხდებით, ყოველი მატჩით რაღაც ახალს ვსწავლობთ.
საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თანაბრად თამაში. წინ კიდევ ორი მატჩია და შევეცდებით, ჯგუფიდან გავიდეთ“.