ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ ზედიზედ მეორედ შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას #1TVSPORT
ხელბურთი | ტიტე კალანდაძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ ზედიზედ მეორედ შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ბოსნიიდან დაბრუნდა, სადაც 16 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბოსნიის ნაკრები 22:20 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ბოსნიასთან მატჩი შეაფასა და მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა:

„ბოსნიის ნაკრებთან გამარჯვება გუნდისთვის, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი საბერძნეთთან გადამწყვეტ შეხვედრამდე, რომელიც 8 მაისს თბილისში გვაქვს. განვლილმა პერიოდმა დიდი იმედები გააჩინა, გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე იზრდება და ვითარდება.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაისში საბერძნეთის ნაკრებთან რთული თამაში გველის, რადგან ძლიერი გუნდია, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ზედიზედ მეორედ გავალთ ევროპის ჩემპიონატზე“.