ხელბურთი | თელავში 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო - საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
თელავში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 19-წლამდე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიასთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 22:24 დამარცხდა.
ქართველებიდან ყველაზე შედეგიანი თეკლა ძამუნაშვილი იყო, რომელმაც მეტოქეს 8 ბურთი გაუტანა. აღსანიშნავია მეკარის, ნატალი საბაშვილის კარგი თამაშიც, რომელსაც 7 მოგერიება დაუგროვდა.
საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:
ნატალი საბაშვილი (7 მოგერიება), ანანო გაწერელია (1 მოგერიება); თეკლა ძამუნაშვილი (8 გოლი), მარიამ ლაფერაძე (5), მარიამ ოდიკაძე (3), ლიზი ქაჯაია (3), გვანცა რურუა (2), ანა კოვზირიძე (1), ნატალი გაზაშვილი, ლიზი კვესელავა, ნინო ქებურია, მარიამ ქათამაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, ლიზი ჯანდიერი, ანასტასია ესართია, დიანა არაბიძე.
ქართველი ხელბურთელები მომდევნო მატჩს 13 ივლისს, 16:30 საათზე გამართავენ, მათი მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.
13 ივლისი, 16:30 | ბელგია – საქართველო
15 ივლისი, 16:30 | საქართველო – დიდი ბრიტანეთი
16 ივლისი, 16:30 | საქართველო – კოსოვო