ხელბურთი | თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდნენ #1TVSPORT

16:34, 07.09.2026

ხელბურთში ევროპის საკლუბო ჩემპიონატები დაიწყო და ქართველმა ხელბურთელებმაც პირველი მატჩები ჩაატარეს.

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკეძე, რომელიც კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში, „პოიტაისა ტურდაში“ განაგრძობს, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ირაკლი კბილაშვილი თამაშობს.

„პოტაისა ტურდა“ საკუთარ მოედანზე „ტიმიშოარას“ შეხვდა და ფრედ, 21:21 ითამაშა. ორჯონიკიძემ ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, კბილაშვილი კი ხუთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საფრანგეთის ჩემპიონატში „პროვნასმა“ შინ „სელესტას“34:32 სძლია. მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ნიკოლოზ კალანდაძე, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ტრავმირებული ლიდერი ერეკლე არსენაშვილი, რომლის „ტრემბლი“ საკუთარ მოედანზე „ნანტთან“ 28:38 დამარცხადა. ქართველ ხელბურთელს ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

პოლონეთის სუპერლიგაში „ლეგიონოვომ“, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძე იცავს, 34:33 დაამარცხა „გდანსკი“ – ქართველი მეკარის აქტივში 7 მოგერიება და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი