ხელბურთი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი კოსოვოსთან მატჩით დაასრულა #1TVSPORT
თელავში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 19-წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა კოსოვოს ნაკრებთან გამართა და 19:30 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა, რომელმაც კოსოვოელებს 8 გოლი გაუტანა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეცხრე-მეათე ადგილებისთვის 18 ივლისს ბულგარეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ანანო გაწრელია (11 მოგერიება); თეკლა ძამუნაშვილი (8 გოლი), მარიამ ოდიკაძე (3), ლიზი ჯანდიერი (2), დიანა არაბიძე (2), ლიზი კველსალავა (1), მარიამ ლაპერაძე (1), ანა კოვზირიძე (1), ლიზი ქაჯაია (1), ნატალი გაზაშვილი, ნინო ქებურია, გვანცა რურუა, მარიამ ქათამაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, ანასტასია ესართია.