ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა სლოვენიურ შეკრებაზე ქუვეითის ნაკრები დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სლოვენიაში შეკრებაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ქართველმა ხელბურთელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს და ქუვეითის ნაკრები 28:24 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი დიხამინჯია იყო, რომელმაც რვა ბურთი გაიტანა.
სლოვენიაში საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს – ქართველი ხელბურთელების მეტოქე ალჟირის ნაკრები იქნება.
საქართველოს ნაკრები:
გიორგი დიხამინჯია (8 გოლი), გიორგი ცხოვრებაძე (6), ნიკოლოზ კალანდაძე (5), მირიან გავაშელიშვილი (3), ერეკლე არსენაშვილი (3), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი (1), გიორგი არეშიძე (1), ხაზეინ რუსტამოვი.