ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ თურქეთი დაამარცხა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ თურქეთი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში, „კარპატის თასზე“ მეორე მატჩი თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა და 32:27 გაიმარჯვა.

შეხვედრამ ქართველი ხელბურთელების უპირატესობით ჩაიარა. პირვევლი ტაიმი გიორგი ცხოვრებაძისა (8 გოლი) და გიორგი დიხამინჯიას (5) შედეგიანი თამაშით ქართველებმა 8-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს – 19:11.

ქართველი ხელბურთელები უპირატესობას მეორე ნახევარშიც ფლობდნენ და საბოლოოდ მეტოქე ხუთბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს – 32:27.

თურქეთთან, ისევე როგორც სერბეთთან, საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა – 13.

შეგახსენებთ, რომ „კარპატის თასის“ პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 25:35 დამარცხდა.

ტურნირის დასკვნით შეხვედრას ქართველი ხელბურთელები 5 იანვარს მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარებენ – მატჩი 19:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

დავით ნიქაბაძე (6 მოგერიება), ზურაბ ცინცაძე (3); გიორგი ცხოვრებაძე (13 გოლი), გიორგი დიხამინჯია (7), თეიმურაზ ორჯონიკიძე (4), ზურაბ აბრამიშვილი (3), მიარიან გავაშელიშვილი (2), გიორგი ლაპიაშვილი (1), გიორგი გრიშიკაშვილი (1), გიორგი არეშიძე (1), ვახტანგ ხელისუფალი, აკაკი პატაშური,  ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი, გიგა მელიავა.