ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ სლოვაკეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე „კარპატის თასზე“ პირველი მატჩი სლოვაკეთთან ჩაატარა და მეტოქე 31:28 დაამარცხა.
საქართველო ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ კალანდაძე იყო, რომელმაც 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტურნირზე მომდევნო მატჩს ქართველი ხელბურთელები პირველ ნოემბერს მასპინძელ რუმინეთის ნაკრებთნ გამართავენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სლოვაკეთთან მატჩში:
დავით ნიქაბაძე (მეკარე, 9 მოგერიება), გიგი რუხაძე (მეკარე), ნიკოლოზ კალანდაძე (10 გოლი, 5 საგოლე გადაცემა), ირაკლი კბილაშვილი (6 გოლი, 3 საგოლე გადაცემა), ერეკლე არსენაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), მირიან გავაშელიშვილი (2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), გიორგი არეშიძე (2), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, (1), ხაზეინ რუსტამოვი (1), ვახტან ხარებაშვილი, ზურაბ გოგავა, გუგა უთმელიძე, გიგი მელიავა.