ხელბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრები „კარპატის თასის“ გამარჯვებული გახდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრები „კარპატის თასის“ გამარჯვებული გახდა #1TVSPORT

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე „კარპატის თასზე“ მესამე შეხვედრა უკრაინასთან გამართა და 28:32 დამარცხდა.

ქართველი ხელბურთელებიდან ყველაზე მეტი, 7 გოლი მირიან გავაშელიშვილმა გაიტანა. მან ამასთანავე, 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

უკრაინის გარდა, ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი შეხვედრა ჩაატარა – სლოვაკეთს 31:28, ხოლო მასპინძელ რუმინეთს 30:27 მოუგო და საბოლოოდ, „კარპატის თასის“ გამარჯვებული გახდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ეს თამაშები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენა და თავის გამოჩენის შანსი ბევრ ხელბურთელს მისცა.

საქართელოს ნაკრების შემადგენლობა უკრაინასთან:

გიორგი ლაპიაშვილი (4 გოლი), ვახტანგ ხელისუფალი (1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა), ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი (4 გოლი), გიორგი არეშიძე (2 გოლი), ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა (3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა), ნიკოლოზ კალანდაძე (1 გოლი), გუგა უთმელიძე (2 საგოლე გადაცემა), მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი, 3 საგოლე გადაცემა), გიორგი დიხამინჯია (4 გოლი), დავით ნიქაბაძე (მეკარე, 10 მოგერიება), გიგი  რუხაძე.