ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეიოფის საპასუხო მატჩი ისრაელის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 30:28 დაამარცხა.

19 მარტს გამართული ამ გუნდების პირველი მატჩი ქართველმა ხელბურთელებმა სამი ბურთით, 29:32 დათმეს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, მინიმუმ, ოთხი ბურთით მოგება ესაჭიროებოდათ. პირველ თამაშში მიღებული ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი დიხამინჯია გამოაკლდა, ამავე მიზეზით თეიმურაზ ორჯონიკიძე, ერეკლე არსენაშვილი და ზურაბ გოგავა ვერ თამაშობდნენ.

საქართველოს ნაკრებმა დაძაბული შეხვედრა 30:28 მოიგო, მაგრამ ორი თამაშის ჯამში 59:60 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: დავით ნიქაბაძე (8 მოგერიება), ზურაბ ცინცაძე (8 მოგერიება); გიორგი ცხოვრებაძე (8 გოლი), ნიკოლოზ კალანდაძე (7), ირაკლი კბილაშვილი (5), გიორგი ლაპიაშვილი (4), მირიან გავაშელიშვილი (3), ხაზეინ რუსტამოვი (2), ლევან იმნაძე (1), ვახტანგ ხელისუფალი, ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე,  დავით გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა,  საბა ბუიღლიშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი.