ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თელავში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეიოფის პირველ მატჩში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და 29:32 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ზურაბ ცინცაძე (მეკარე, 8 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (მეკარე, 1 მოგერიება); გიორგი ცხოვრებაძე (12 გოლი), გიორგი ლაპიაშვილი (4), ნიკოლოზ კალანდაძე (4), გიორგი დიხამინჯია (2), ხაზეინ რუსტამოვი (3), ირაკლი კბილაშვილი (3), ვახტანგ ხელისუფალი (1), გიორგი არეშიძე, ნიკოლოზ ბიბლაია, დავით გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა, მირიან გავაშელიშვილი, ლევან იმნაძე, საბა ბუიღლიშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი.
საქართველოს ნაკრები ისრაელთან მეორე მატჩს თელავში 21 მარტს 16:00 საათზე გამართვს.
ამ წყვილში გამარჯვებული პლეიოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.