ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი შვედეთთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ქვეჯგუფის მეორე შეხვედრა ტურნირის მასპინძელ შვედეთის ნაკრებთან გამართა და 29:38 დამარცხდა
მსოფლიოსა ოთხგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონთან მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, ერთ მომენტში მეტოქეს ორი ბურთითაც უგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს შვედებმა რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და პირველი ნახევარი 20:15 მოიგეს. მათ უპირატესობა მეორე ტაიმშიც შეინარჩიუნეს და საბოლოოდ 9 ბურთით გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც 11 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მესამე მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 იანვარს ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს – თამაში 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (6 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (4).
მოედნის მოთამაშეები: გიორგი ცხოვრებაძე (11), ნიკოლოზ კალანდაძე (5), ხაზეინ რუსტამოვი (3), ირაკლი კბილაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (3), მირიან გავაშელიშვილი (1), გიორგი არეშიძე (1), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხარებაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი.