ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ნიდერლანდებთან მატჩით დაასრულა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ნიდერლანდებთან მატჩით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა.

ნიდერლანდების ნაკრებმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხა, საქართველოს ნაკრებმა კი მეორე ტაიმშიც ვერ შეძლო მეტოქესთან მიახლოება.

შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც ნიდერლანდების კარში 11 გოლი გაიტანა.

შედეგად, კონტინენტის პირველობაზე საქართველომ სამივე მატჩი დათმო (ხორვატიასთან, შვედეთთან, ნიდერლანდებთან) და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი მალე გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს – ტურნირზე მოსახვედრად ჩვენს გუნდს ორი ეტაპის გადალახვა მოუწევს, პირველი მეტოქე კი ისრაელი იქნება. ორმატჩიანი დუელი მარტში შედგება.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე (6 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (1)
გიორგი ცხოვრებაძე (11 გოლი), გიორგი დიხამინჯია (6), გიორგი ლაპიაშვილი (4), ნიკოლოზ კალანდაძე (2), ირაკლი კბილაშვილი (2), მირიან გავაშელიშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი.