ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და თბილისში სტუმრად მყოფ საუდის არაბეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა.  ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა B ნაკრების ხელბურთელებს მისცა.

საუდის არაბეთის ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა 37:23.

საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთის ნაკრებთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 29 დეკემბერს ჩაატარებს, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე კი ქართველი ხელბურთელები ამხანაგურ მატჩებს ქუვეითთან და ალჟირთან გამართავენ.

საქართველოს ნაკრები: მაზანაშვილი, ლაპიაშვილი, მამულაშვილი (6), არეშიძე (3), გრიშიკაშვილი (3), შიოშვილი (2), შუბაშიშვილი (1), გურგენიძე, ხელისუფალი (1), ნ. ბოჟაძე, ხარებაშვილი (1), ა. ბოჟაძე, ზარნაძე (1), ბიბლაია, გოგავა (1), იმნაძე, ბუიღლიშვილი (1), კაპანაძე (1), ნარიმანიძე (1), მელიავა (1).

ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 15 იანვრიდან პირველი თებერვლის ჩათვლით ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში შვედეთთან, ხორვატიასა და ნიდერლანდებთან ერთად მოხვდა.