ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გასვლით მატჩშიც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გასვლით მატჩშიც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასვლითი მატჩი გამართა ბოსნიაში და 22:20 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს თბილისშიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 28:26.

ბოსნიაში  გამართული მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით, ქულა-ქულაში წარიმართა, საქართველოს ნაკრებმა ბოლოს მოახერხა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება და პირველი ნახევარი – 12:10 მოიგო.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, ქართველი ხელბურთელები შეტევაში შედეგიანად თამაშობდნენ და თავსაც კარგად იცავდნენ, საბოლოოდ მოახერხეს კიდეც უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ქართველი ხელბურთელები მომდევნო შეხვედრას 8 მაისს თბილისში, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ, შესარჩევ ეტაპს კი 11 მაისს ისლანდიაში შეხვედრით დააასრულებენ.

ჩვენს ჯგუფში ისლანდიამ 15 მარტს საბერძნეთის ნაკრებს 33:21 მოუგო და ოფიციალურად გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში.


ბოსნია – საქართველო 20:22


ბოსნია: გრგიჩი (6 გოლი), ალილოვიჩი (4), ბურიჩი (3), პერიჩი (3), ჰადზიჩი (2), მეჰმედოვიჩი (1), ვუკშიჩი (1).

საქართველო: ორჯონიკიძე (6 გოლი), ცხოვრებაძე (5), დიხამინჯია (5), კბილაშვილი (3), არსენაშვილი (3), ლაპიაშვილი, რუსტამოვი, არეშიძე, ზარნაძე, გოგოლაძე, გოგავა, აბრამიშვილი, გავაშელიშვილი, მელიავა.