ხელბურთი | საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე ახალი სეზონიდან რუმინეთის ჩემპიონატში, „პოტაისა ტურდაში“ ითამაშებს, გუნდში, სადაც ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ირაკლი კბილაშვილი გამოდის – ინფორმაცია რუმინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ორჯონიკიძე „პოტაისა ტურდაში“ მაკედონიის ჩემპიონატიდან გადავიდა, სადაც „ოჰრიდის“ ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „ევროფარმი“, „ფერენცვაროში“, „რეშიცა“, „კოქსი“, „ოროშაზი“. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 62 მატჩი, რომელთან ერთადაც ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და საერთშორისო მატჩების დიდი გამოცდილება აქვს.
თეიმურაზ ორჯონიკიძე: „მოხარული ვარ, რომ „პოტაისა ტურდაში“ ვითამაშებ. ამ გუნდის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენია საქართველოს ნაკრებში ჩემი თანაგუნდელის, ირაკლი კბილაშვილისგან. „ტურდა“ სტაბილური გუნდია, რომელიც რუმინეთის ჩემპიონატში მუდმივად ლიდერთა შორისაა. ჩემი სურვილია, მასთან ერთად ტიტულები მოვიგო“.