ხელბურთი | საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი შვეიცარიის ნაკრებს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 23:24 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი 12:15 მეტოქის უპირატესობით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 11:9 მოიგო, საბოლოო ჯამში, მაინც 1 ბურთით დამარცხდა.

შემდეგ შეხვედრაში საქართველო 16 ოქტომბერს უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შვეიცარიასთან, საქართველოსთან და უნგრეთთან ერთად ჩვენ ჯგუფში ლიეტუვის ნაკრებიცაა.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 გუნდი 8 ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც ფინალურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ, მათთან ერთად კი საგზურს საუკეთესო მესამეადგილოსნები მოიპოვებენ. ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.