ხელბურთი | საქართველოს ნაკრები რუმინეთში გაემგზავრება და „კარპატის თასზე“ სამ თამაშს ჩაატარებს #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები რუმინეთში გაემგზავრება და „კარპატის თასზე“ სამ თამაშს ჩაატარებს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

ქართველი ხელბურთელები რუმინეთის ქალაქ ბაია მარეში გაემგზავრებიან და „კარპატის თასზე“ ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი რუმინეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 31 ოქტომბერს სლოვაკეთთან გამართავს, პირველ ნოემბერს მასპინძელ რუმინეთს შეხვდება, 2 ნოემბერს კი უკრაინას ეთამაშება.

ტურნირზე საქართელოს ნაკრების შემადგენლობაში ტრავმების გამო არ იქნებიან გიორგი ცხოვრებაძე, სანდრო დარსანია და ზურაბ ცინცაძე. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანადაძემ თავის გამოჩენის შანსი გიგი რუხაძეს, შალვა ხარებაშვილსა და გუგა უთმელიძეს მისცა.

ჯერ არ განუახლებია ვარჯიში საქართველოს ნაკრების კაპიტანს, თეიმურაზ ორჯონიკიძეს. ეროვნულ გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ კალანდაძე უბრუნდება.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების შემადგენლობა „კარპატის თასზე“:

გიგი რუხაძე, ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ირაკლი კბილაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, გიორგი არეშიძე, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ლაპიაშვილი, დავით ნიქაბაძე, მირიან გავაშელიშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხელისუფალი, გიგა მელიავა, ვახტანგ ხარებაშვილი, გუგა უთმელიძე.

ევროპის ჩემპიონატი 15 იანვარიდან პირველ თებერვლამდე დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება და მასში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები იქნებიან.

ქართველი ხელბურთელები მატჩებს მალმიოს არენაზე ჩაატარებენ:

17 იანვარი, 20:00 | ხორვატია – საქართველო;

19 იანვარი, 22:30 | საქართველო – შვედეთი;

21 იანვარი, 20:00 | ნიდერლანდები-საქართველო.