ხელბურთი - საქართველოს ნაკრები პლეიოფში და ფინალშია
ხელბურთი - საქართველოს ნაკრები პლეიოფში და ფინალშია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ანგარიშით 28:21 მოუგო დიდ ბრიტანეთს და ხვალ, 20 საათზე, სპორტის სასახლეში, ფინალში ეთამაშება კუბას.

მეორე ნახევარფინალში კუბამ დამატებით დროში ანგარიშით 39:36 მოუგო ბულგარეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ამოცანა შეასრულა: მონაწილე 6 ევროპულ ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის საგზური მოიპოვა.

საქართველო-დიდი ბრიტანეთი 28:21

საქ: თევზაძე 14/34, ცინცაძე 0/1 – ცხოვრებაძე 9/8 (6 პასი), ჩიქოვანი 8/4, გოგოლაძე 8/4, ორჯონიკიძე 6/3, რუსტამოვი 3/3, კბილაშვილი 3/2 (6 პასი), არსენაშვილი 4/2, დიხამინჯია 2/2, მიქავა 1/0, მერკვილაძე 1/0, კალანდაძე, იმნაძე – მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ბრი: ინსოუ 8/33, მაკლელანდი 1/4 – ედგარი 7, ნეგრეტე 4, და სილვა 3, პოლინი 2, ტაილერი 2, ვაითი 2, გრინი 1, მორლი ჰოვარდი, თომასი, პრაისი, ვენეიბლზი

მსაჯები: ჰერმანი, მადსენი (დანია)