ხელბურთი | საქართველოს ნაკრები კარპატის თასის ფინალში რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები კარპატის თასის ფინალში რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები კარპატის თასის ფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 25:31 დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე გუშინ სლოვაკეთის ნაკრებს 32:27 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. შეჯიბრება 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი E ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდების და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. თამაშები მანჰეიმში, „საპ აფრენაზე“ ჩატარდება.

11 იანვარი:

18:00 ნიდერლანდები – საქართველო

13 იანვარი:

20:30 საქართველო – შვედეთი

15 იანვარი:

18:00 ბოსნია ჰერცეგოვინა – საქართველო

ევროპის ჩემპიონატი ექვს ქალაქში გაიმართება – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰეიმი, მიუნხენი. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ გახსნით მატჩს – დიუსელდორფი, ხოლო ფინალს კიოლნი უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატს სამი დებიუტანტი გუნდი ეყოლება: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო.

ჩვენი ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

3 გიორგი ლაპიაშვილი (ბათუმი)

7 ხაზეინ რუსტამოვი (ისკრა, ბოსნია-ჰერცეგოვინა)

9 გიორგი არეშიძე (სტუ-პეგასი)

10 ირაკლი კბილაშვილი (პოტაისა, რუმინეთი)

11 გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია)

12 ზურაბ ცინცაძე (აზოტი, პოლონეთი)

14 თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრდილოეთ მაკედონია)

15 ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი)

16 გიგი რუხაძე (ქუთაისი)

18 ერეკლე არსენაშვილი (პუენტე, ესპანეთი)

21 სანდრო დარსანია (ბელენენსეში, პორტუგალია)

24 ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია)

30 ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი)

34 მირიან გავაშელიშვილი (საბაცი, სერბეთი)

71 გიორგი დიხამინჯია (ლოვოშიცე, ჩეხეთი)

87 დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი)

94 ზურიკო სიმონია (ქუთაისი)

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე.