ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ისრაელთან ორივე მატჩს თელავში გამართავს #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ისრაელთან ორივე მატჩს თელავში გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ისრაელის ნაკრებს ეთამაშება.

ამ გუნდების მატჩები 19 მარტს – თელავში, 21 მარტს კი თელ ავივში იყო დაგეგმილი, მაგრამ ისრაელში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდნარე, საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ორივე მატჩში თელავში გაიმართება.

ამ წყვილში გამარჯვებული პლეი ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ესპანეთთან პირველი მატჩი – 13/14 მაისს, საპასუხო კი 16/17 მაისსაა დაგეგმილი.