ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ფინეთში დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ფინეთში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვერ გავიდა.

ჩვენ გუნდს ფინელებთან ორრაუნდიანი დაპირისპირება თავის სასარგებლოდ უნდა დაესრულებინა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა განეგრძო. თბილისში ფრედ (22:22) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩვენი ნაკრები ფინეთში გაემგზავრა, სადაც 23:30 დამარცხდა და ევროპაზე თამაში სამომავლოდ გადადო.

წაგებას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა – საქართველოს ნაკრებს თბილისური შეხვედრის შემდეგ ტრავმების გამო შვიდი ხელბურთელი დააკლდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 18:12 იმარჯვეს. მეორე გაცილებით თანაბარი იყო და ფინელებმა 12:11 მოიგეს. საბოლოოდ კი ქართველები 7-ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.