ხელბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი - შევეცდებით, გულშემატკივრები კარგი შედეგებით გავახაროთ #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი - შევეცდებით, გულშემატკივრები კარგი შედეგებით გავახაროთ #1TVSPORT

სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი წარადგინეს – ამ პოსტზე ტიტე კალანდაძე ესპანელმა რუბენ გარაბაიამ შეცვალა.

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი, ნაკრებში მუშაობის პარალელურად, ახალგაზრდა ტალანტების აღზრდასა და დაწინაურებასაც შეეცდება. გარაბაია იმედოვნებს, რომ გუნდის პროგრესი გაგრძელდება და საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგებს მიაღწევს.

„მადლობა საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ნდობისთვის. მოხარული ვარ, სათავეში ჩავუდგე ნაკრებს, რომელსაც ბოლო წლებში დიდი წინსვლა აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩემს სამწვრთნელო სტაფთან ერთად, გუნდს განვითარებაში დავეხმარები.

ამავე დროს, მსიამოვნებს, რომ ხელბურთის ფედერაციის პროექტშიც ჩავერთვები, რომელიც ტალანტების მოძიებასა და განვითარებას ითვალისწინებს. შევეცდებით, გულშემატკივრები კარგი შედეგებით გავახაროთ“, – თქვა რუბენ გარაბაიამ.