ხელბურთი | საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ეყოლება #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ეყოლება #1TVSPORT

საქართველო ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ესპანელი რუბენ გარაბაია იქნება – 47 წლის სპეციალისტი, თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, თბილისში 11 მაისს ჩამოვა, თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს და პირველ სანაკრებო შეკრებას გამართავს, რომელიც დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება და გაცნობითი ხასიათის იქნება.

გარაბაიამ მოთამაშის კარიერა ესპანეთში, კლუბ „კორვერაში“ დაიწყო. 2007-2010 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2009 და 2010 წელს ესპანეთის სამეფო თასი მოიგო, ითამაშა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც მისი გუნდი გერმანულ „კილთან“ დამარცხდა.

ბოლოს „ლოგრონიოში“ გამოდიოდა და იქვე დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში.

2021 წელს ჩინეთის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ პოსტი მალე დატოვა. იმავე წელს ეგვიპტის მამაკაცთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, სადაც ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე ვერცლის მედალი მოიპოვა და აფრიკის თასის გამარჯვებული გახდა.

ესპანელი სპეციალისტი ბოლოს მაკედონიის ჩემპიონატში „ევროფარმ პელისტერის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

რუბენ გარაბაიამ ესპანეთის ნაკრებში 2001-2011 წლებში 168 მატჩში 318 გოლი გაიტანა. 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2011 წელს კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 2006 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო 2008 წელს პეკინის ოლიმპიადზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.