ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილესთან დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილესთან დამარცხდა #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს 19-წლამდელთა გუნდი დღეს პრეზიდენტის III თასის მატჩში ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 25:34 დამარცხდა.

ხვალ, 8აგვისტოს, ჩვენი გუნდის მეტოქე მექსიკა იქნება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობდა (ნორვეგია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია), სადაც სამი წაგებით ბოლო ადგილზე გავიდა და პრეზიდენტის თასის გათამაშებაზე განაგრძობს ასპარეზობას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015), თემურ ქამადაძე (აჭარა), ირაკლი გურული (პეგასი)

უკანა ხაზი: გიგა მელიავა (სტუ), ლევანი ფანცხავა (პრომეთე), სანდრო დარსანია (პეგასი) ნიკოლოზ შერვაშიძე (აჭარა), გიორგი არეშიძე (პეგასი), დავით გრიშიკაშვილი (პეგასი)

კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი (სამტრედია), ანრი აბულაძე (აჭარა), ლუკა მუკბანიანი (პეგასი), ნუგზარ ტარიელაძე (აჭარა) ალექსანდრე შიოშვილი (ბსბ ბათუმი)

ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი (სუჩაევა, რუმინეთი), ლუკა ლანჩავა (ეუპენი, ბელგია)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი