ხელბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა, EHF-ის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის მატჩში მონტენეგროს გუნდი დაამარცხა და ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა.
დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 28:28 დასრულდა, შვიდმეტრიანი დარტყმების სერიაში კი ქართველმა ხელბურთელებმა იყოჩაღეს და საბოლოოდ 31:30 მოიგეს (პენალტების სერია 3:2 დასრულდა).
13 გატანილი ბურთით ორივე ნაკრებიდან საუკეთესო საქართველოს ნაკრების წევრი ვახტანგ ხარებაშვილი გახდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი მეკარე თორნიკე გაგუა (9 მოგერიება) დასახელდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; ალექსანდრე შიოშვილი (2), ვახტანგ ხარებაშვილი (13), ნიკოლოზ ბიბლაია, გიორგი კაპანაძე (2), ნიკოლოზ ნარიმანიძე (3), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე (2), გიორგი მაზანიშვილი (3), დემეტრე თორია, ვანო გურგენიძე (4), ანდრია ბურჯალიანი.