ხელბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT

01:25, 13.07.2026

კოსოვოში 12 ივლისს დაიწყო და 19 ივლისამდე გაგრძელდება 20-წლამდელ ხელბურთელ ვაჟთა EHF-ის ჩემპიონატი (Men’s 20 EHF Championship), სადაც, მონტენეგროს, იტალიის, ესტონეთის, ნიდერლანდებისა და მასპინძელი კოსოვოს გარდა, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც ასპარეზობს.

ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირზე პირველი მატჩი მონტენეგროსთან გამართეს და 24:33 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მონტენეგროსთან:

საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; საბა შუბაშიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, გიორგი მაზანიშვილი (2), ვახტანგ ხარებაშვილი (1), ალექსანდრე შიოშვილი (2), დემეტრე თორია, ნიკოლოზ მამულაშვილი (6), ვანო გურგენიძე (3), ნიკოლოზ ბიბლაია (1), ანდრია ბურჯალიანი, გიორგი კაპანაძე (6), ნიკოლოზ ნარიმანიძე (2)

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე

ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, დანარჩენები კი შესაბამისი ადგილებისთვის ითამაშებენ.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების თამაშების განრიგი:

13 ივლისი, 20:15 | კოსოვო – საქართველო

15 ივლისი, 18:00 | იტალია – საქართველო

16 ივლისი, 22:30 | საქართველო – ესტონეთი

18 ივლისი, 22:30 | საქართველო – ნიდერლანდები

მსგავსი